in ,

მამარდაშვილის საოცარი მოგერიება, დამაჯერებელი ქართველი მეკარე და ვალენსიას იოლი გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილი “მესტალიაზე” დაფრინავს. 20 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის მესამე ტურშიც “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო.

ხოსე ბორდალასის გუნდმა “ალავესს” უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

მატჩი “ვალენსიამ” კარგად დაიწყო და უკვე შეხვედრის მესამე წუთზე დაწინაურდა. დენის ჩერიშევის პასით დანიელ ვასმა გაიტანა. “ალავესი” ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მაინც ჰქონდა. გუედეტის მაკრატელას შემდეგ, მამარდაშვილი ადგილზეა. ტაიმის მიწურულს კი, “ღამურებმა” გასახდელში გაატანეს გოლი მეტოქეს. გუედეშის პასის შემდეგ, კარლოს სოლერმა გაიტანა.

მეორე ტაიმი “ალავესმა” უფრო აქტიურად დაიწყო. მატჩის 56-ე წუთზე სტუმრებს დღევანდელ მატჩში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. მატეუ მიაზგას თავური დარტყმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა შთამბეჭდავი სეივი შემოგვთავაზა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ვერ გაიტანა “ალავესმა” გაიტანა “ვალენსიამ. ამჯერად, გუედეშმა თავად გაიტანა.

საბოლოოდ, 3:0 და “ვალენსია” და ლა ლიგაში დაუნარცხებელია. მამარდაშვილი ისევ დამაჯერებელი იყო, 2 სეივიც შემოგვთავაზა და ლა ლიგის მესამე მატჩში, მეორედ შეინახა კარი მშრალად.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა ლიგაზე ჯგუფები დაკომპლექტდა

გიორგი ქალდანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს