ლუკა ლოჩოშვილის იტალიური ტრანსფერი აიწონა-დაიწონასავითაა: ჯერ 4 კლუბი აკვირდებაო, მერე “ვერონა” გამოიკვეთა. ამას მოყვა, რომ სერია ა-ში დაბრუნებული “კრემონეზეა” ყველაზე რეალურიო და იქვე დადასტურდა “ვერონას” ვარიანტი… ახლა კი – მაინც “კრემონეზე” იკვეთება.
პრეზიდენტმა დაადასტურა: ლოჩოშვილი ვერონაში მიდის!!!
თავდაპირველად “ვერონას” ვარიანტიც ლოჩოშვილის ავსტრიული კლუბის “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტმა დიტმარ რეიგლერმა დაადასტურა და ახლა “კრემონეზეც” მან ისაუბრა:
„დიდი ინტერესი გამოიჩინა ორმა იტალიურმა კლუბმა (“კრემონეზე” და „ვერონა“). ფინანსური თვალსაზრისით შეთავაზება იდენტური იყო”, – აღნიშნა მან და ქართველის “კრემონეზეში” ტრანსფერის უპირატესობა თქვა.
შეგახსენებთ, დაიწერა, რომ „ვერონა“ ქართველ მცველში 1,6 მილიონ ევროს იხდიდა.
ეს ინფორმაცია დაწერა გამოცემა cuoregrigiorosso.com-მა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “კრემონეზეს” დაცვა ძლიერდება და “ვოლფსბერგერიდან” ქართველი ლოჩოშვილი მოდისო.
დაუკრავს ლუკა ვიოლინოზე: ლოჩოშვილი კრემონეზეს უნდა, ავსტრიელებს სანაცვლოდ 2 მილიონი
თბილისის „დინამოს“ აღზრდილი ლოჩოშვილი ავსტრიაში 2020 წლის აგვისტოში წავიდა, ვოლფსბერგერში: 68 მატჩი ჩაატარა (2 გოლი). 2021 წლის ზაფხულში კი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.
GIPHY App Key not set. Please check settings