in ,

ვიდეო: მამარდაშვილმა სეზონის წინ ილოცა – ვალენსიამ ტაძარში ტრადიციულად ყვავილები მიიტანა

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” ტრადიციული წინასასეზონო ვიზიტი განახორციელა – გუნდი სრული შემადგენლობით უსახლკაროთა სახელზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძარში მივიდა და ყოველწლიური რიტუალი შეასრულა – ყვავილები მიიტანა.

ეს “ატალანტასთან” “ტროფეო ტარონიას” თამაშამდე მოხდა, რომელიც ვალენსიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მამარდაშვილმა ტროფეი მოიგო: გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა

“ვალენსიის” მთელი გუნდის გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ კლუბის გენერალური დირექტორი შონ ბაი, მწვრთნელი ჯენარო გატუზო, აღმასრულებელი დირექტორი, კლუბის ფონდის გენერალური დირექტორი და ა.შ.

ყვავილების თაიგული საკურთხეველთან ხოსე ლუის გაიამ და კარლოს სოლერმა მიიტანეს.

ღონისძიება ტრადიციულად ლა ლიგის ყოველი სეზონის დაწყებამდე ტარდება.

ესპანეთის წლევანდელი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა კი “ვალენსიას” 14 აგვისტოს აქვს, შინ, “მესტალიაზე” კატალონიურ “ჟირონასთან”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც კრემონეზე: ლოჩოშვილი ვერონაში აღარ მიდის

ლივერპულმა წაიფორხილა, მანჩესტერი კვლავ მარცხდება და ჰოლანდის დუბლი – I ტური