in ,

ხვიჩა სპარინგებს მორჩა: გატანაც შეეძლო… მწვრთნელი კმაყოფილია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ წინასასეზონო საკონტროლო თამაშები დაასრულა. ბოლო სპარინგი იტალიურმა გუნდმა ბარსელონას “ესპანიოლთან” გამართა და ფრეს დასჯერდა – 0:0.

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩვენიანი 70-ე წუთზე ძერბინიმ შეცვალა.
ხვიჩას გოლის გატანის შანსიც ჰქონდა – პირველი ტაიმის ბოლოს მეკარეს ვერ აჯობა.

ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მზადება შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა:
“ჩვენ ჩავატარეთ სწორი სამუშაო, ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა.
რაც შეეხება “ესპანიოლთან” შეხვედრას, მეტოქე ჩაიკეტა, აგრესია არჩია და ხშირად ჯარიმდებოდა. ეს იმით არის კარგი, რომ ჩემპიონატის მატჩების ფორმატში თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ოფიციალური სეზონის დასაწყებად კარგ ფორმაში ვართ.
ცხადია, წინსვლა და დახვეწა გვჭირდება და რაღაცეები გამოსასწორებელია, მაგრამ ზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მთელი წლის განმავლობაში. კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი ეტაპით და უკვე მზად ვართ ვერონაში სადებიუტო მატჩისთვის”.

„ნაპოლის” სერია A-ში სეზონის პირველი მატჩი 15 აგვისტოს უწევს: სტუმრად „ვერონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა ტროფეი მოიგო: გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა

მაინც კრემონეზე: ლოჩოშვილი ვერონაში აღარ მიდის