in

სპალეტიმ ხვიჩას ზეციური მოთამაშე უწოდა, მაგრამ…

სერია ა-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ხვიჩა კვარაცხელია თადარიგში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა.
Sofascore-მა კვარას თამაში 6.7 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა 6.2 დაუწერა.

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩა მეორე ტაიმი ათამაშეს

მატჩის შემდეგ ისაუბრა ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩამო სპალეტიმ,. რომელმაც კვარაცხელია თან შეაქო და თან რჩევა მისცა:

„წაგება ყოველთის გამაღიზიანებელია. პროფესიონალი იმიტომ კი არ ხარ, რომ კარგი ანაზღაურება გაქვს, არამედ იმიტომ, რომ პროფესიონალივით იქცევი.

თამაში თითქოს გაუმჯობესდა, როცა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, თუმცა მას რაღაცას ვურჩევდი. კვარაცხელია ძალიან კარგად არის ბურთთან, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, როცა ბურთი არ აქვს და სხვები მისდევენ.
როცა ხვიჩას ბურთი აქვს, ყველას ეშინია და მისკენ მირბის, ასე კი სხვა ფეხბურთელებს სივრცეები ეხსნებათ.

ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობაში შესანიშნავია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

მას ასევე შეუძლია თავისი ოსტატობით გადალახოს ნებისმიერი დაცვა, რადგან ის ზეციდან დაჯილდოებული მოთამაშეა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

TOP 14: ბექა საღინაძის ლელო და ტურის სიმბოლური

რას დაფრინავთ ქვეყნის შიგნით: ინგლისში ეკოლოგიური გუნდები გამოავლინეს