in ,

მადრიდული დერბი ჩემპიონობისთვის და ბარსელონასთვის – 26-ე ტურის წინ

ესპანეთში ძალიან მაგარი მატჩია – „ატლეტიკო“ vs „რეალი“. და თან რა დროს, ორივე მადრიდული გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის და ბოლო დროს გამოსწორებული „ბარსელონაც“ მათ შორის არის გამოკვეხებული. კატალონიელებისთვის მისწრებაა კონკურენტების ურთიერთშეხვედრა. მინიმუმ ერთი ხომ წააგებს ან სულაც ორივე დაკარგავს 2-2 ქულას.

სევილიას მესი შეუჩნდა: ატლეტიკომ რეალამდე ხასიათი გამოიკეთა (25-ე ტური)

ფორმა

ბოლო დროს „ატლეტიკომ“ მოუკლო და ამით კონკურენტებს დაწევის საშუალება მისცა, დაწევამ კი გრანდებს საჩემპიონო ამბიციებიც დაუბრუნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურში პირიქით მოხდა – „ატლეტიკომ“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო სტუმრად „ვილიარეალთან“, ხოლო მანამდე ზედიზედ რამდენიმე მატჩის მომგებმა „რეალმა“ დაამუხრუჭა და შინ „სოსიედადთან“ დაკარგა ქულები. ასე რომ, რთული სათქმელია, ახლა ვინ არის უკეთეს ფორმაში.

რეალმა ვეღარ მოიგო და მესამე ადგილზე ჩამოვიდა

სტატისტიკა

„ატლეტიკომ“ ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი საკუთარ მოედანზე ვერ მოიგო, ხოლო „რეალს“ ბოლო სამი თამაში მოგებული აქვს გასვლაზე.

აღსანიშნავია რომ „ატლეტიკომ“ ჩემპიონატის ბოლო 2 საშინაო მატჩი ვერ მოიგო. “რეალმა” კი ბოლო სამი მატჩი მოიგო გასვლაზე ლა ლიგაში.

„რეალმა“ ლა ლიგაში 18 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (12 მოგება და 5 ფრე).

ურთიერთშეხვედრა

“ატლეტიკომ“ ბოლოს „რეალი“ 2016 წლის თებერვალში დაამარცხა ლა ლიგის მატჩში. მას შემდეგ „სამეფო კლუბმა“ 4 დერბი მოიგო და 5-იც ფრედ დასრულდა.

ბოლო ურთიერთშეხვედრა ლა ლიგაში „რეალმა“ მოიგო 12 დეკემბერს – 2:0.

5-დან ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში ერთ-ერთი გუნდი მაინც ვერ იტანდა გოლს.

ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის საშუალო შედეგიანობაა – 1.5 („ატლეტიკო“ საშუალოდ 0.4 გოლს იტანდა, ხოლო „რეალი“ – 1.1).

„ატლეტიკოს“ მოედანზე ბოლო 4 მატჩიდან 2-ჯერ „რეალი“ აღმოჩნდა უფრო ძლიერი და 2-ც ფრედ დასრულდა.

„ატლეტიკოს“ ბოლო 4 მატჩიდან არცერთი არ მოუგია „რეალისთვის“.

ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან 6 ფრედ დასრულდა.

გუნდებმა ერთმანეთში 222 მატჩი ითამაშეს. უპირატესობა „რეალის“ მხარესაა: 111 მოგება, 54 წაგება და 57 ფრე.

არ იქნებიან
კარასკო, ხიმენესი, ტრიპიერი („ატლეტიკო“) და კარვახალი, აზარი, მარიანო, მილიტაო, სერხიო რამოსი („რეალი“). სათუოა ბენზემას თამაშიც.

ბუქმეკერები, შეიძლება ითქვას, რომ შანსებს თანაბრად აფასებენ.
„ატლეტიკოს“ მოგებაზე 2.60-ია, „რეალის“ გამარჯვებაზე – 2.75. ფრეზე – 3.30 კოეფიციენტია.

[poll id=”9370″]

ლა ლიგა – 26-ე ტური

პარასკევი, 5 მარტი
ვალენსია – ვილიარეალი

შაბათი, 6 მარტი
ვალიადოლიდი – ხეტაფე
ელჩე – სევილია
კადისი – ეიბარი
ოსასუნა – ბარსელონა

კვირა, 7 მარტი
უესკა – სელტა
ატლეტიკო – რეალი
სოსიედადი – ლევანტე
ბილბაო – გრანადა

ორშაბათი, 8 მარტი
ბეტისი – ალავესი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალაძის მიმბაძველი: მარკიზიო ტურინის მერობაზე ფიქრობს

როგორი ხელფასები აქვთ მანჩესტერში: დე ხეა მაკტომინიზე 19-ჯერ უფრო მეტს იღებს