in

როგორი ხელფასები აქვთ მანჩესტერში: დე ხეა მაკტომინიზე 19-ჯერ უფრო მეტს იღებს

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები – ბრიტანულმა მედიამ მოთამაშეების სია და ხელფასები გაავრცელა.

გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დავიდ დე ხეაა და ის კვირაში 375 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს. მეორე ადგილს პოლ პოგბა იკავებს და მისი შემოსავალი კვირაში 290 ათასია.
მესამეა ანტონი მარსიალი, რომლის 7 დღით დაქირავებაც 250 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.

ძირითადი შემადგენლობიდან ყველაზე ნაკლებს სკოტ მაკტომინის უხდიან, სულ რაღაც 20 ათას ფუნტს კვირაში. ეს კი დე გეას ხელფასზე თითქმის 19-ჯერ უფრო ნაკლებია.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელების ხელფასზე წელიწადში 175 მილიონ ფუნტს ხარჯავს.

ლივერპულის ფეხბურთელების ხელფასები ცნობილია: სალაჰი 30-ჯერ მეტს იღებს, ვიდრე ჯონსი


აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და „სიტის“ 14 ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადრიდული დერბი ჩემპიონობისთვის და ბარსელონასთვის – 26-ე ტურის წინ

სიტის გაჩერება მანჩესტერს უნდა, მაგრამ… 27-ე ტურის წინ