in ,

სევილიას მესი შეუჩნდა: ატლეტიკომ რეალამდე ხასიათი გამოიკეთა (25-ე ტური)

“ატლეტიკომ” ბოლო დამუხრუჭებების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და მდევრებთან სხვაობა შეინარჩუნა. ეს განსაკუთრებით მნიშველოვანია იმის ფონზე, რომ უკვე მომდევნო ტურში “ატლეტიკო” “რეალს” ეთამაშება და იქ ბევრი რამ გაირკვევა. “ბარსელონა” კი მეთოდურად აკეთებს თავის საქმეს და ორივე მადრიდულ გუნდს მის ზურგს უკან სუნთქვა ალბათ ნერვებსაც უშლის.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.

მესიმ ლა ლიგის ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა. მას ამ მონაკვეთში 12 გოლი დაუგროვდა.

დემბელემ ლა ლიგაში პირველად გაიტანა დეკემბრის შემდეგ და 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

დემბელემ სამჯერ გაუტანა „სევილიას“ ლა ლიგაში – უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

მესის 23 (19+4) ქულა აქვს ლა ლიგის 23 მატჩში.

მესიმ „სანჩეს პისხუანზე“ მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, ამაზე მეტი მარტო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აქვს მიღებული.

ბარსამ სევილიაში მოიგო: დისტანცია მცირდება, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეიძლება

დიეგო სიმეონემ ლუის არაგონესის რეკორდი გაიმეორა „ატელტიკოს“ გამარჯვევების მხრივ (308), ოღინდ 100-ით ნაკლები თამაში ჩაატარა.

რაულ გარსიამ (ბილბაო) ბოლო დეკადაში ლა ლიგაში 19 გოლი გაიტანა პენალტით. მასზე მეტი პენალტი ამ დროში მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს გატანილი.

“ლევანტე” ლა ლიგის მე-2 გუნდია, რომლის ორ ფეხბურთელსაც ამ სეზონში 10 და მეტი გოლი აქვს გატანილი – როჯერ მარტი (10) და ხოსე ლუის მორალესი (10). ამ მაჩვენებლით “ლევანტე” მე-9 გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგებში.

ხოსე ლუის გაიამ “ვალენსიას” მაისურით 250-ე მატჩი ითამაშა, მეტი მხოლოდ დანი პარეხოს (346) აქვს.

“ვალენსიამ” 25 ტურში 27 ქულა დააგროვა – ყველაზე ცოტა 1985/86 წლების სეზონის შემდეგ. სხვათა შორის, იმ წელს “ვალენსია” ისტორიაში პირველად გავარდა ლა ლიგიდან.

რა დაემართა ატლეტიკოს: რეალი მიუახლოვდა, მალე კი დერბია (24-ე ტური)

25-ე ტური

ლევანტე – ბილბაო 1:1
ეიბარი – უესკა 1:1
სევილია – ბარსელონა 0:2
ალავესი – ოსასუნა 0:1
ხეტაფე – ვალენსია 3:0
სელტა – ვალიადოლიდი 1:1
კადისი – ბეტისი 0:1
გრანადა – ელჩე 2:1
ვილიარეალი – ატლეტიკო 0:2

ორშაბათი, 1 მარტი
რეალი-სოსიედადი 23:59

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანს ნუ ჩამოვწერთ, იუვენტუსს?.. (24-ე ტური)

მანჩესტერი კარგებს ვერ უგებს, ჩელსი არ აგებს: ლივერპულის – 7000 (26-ე ტური)