in

ლევან მაისაშვილი:ბევრჯერ დადგა საკითხი,როდესაც იქაური ექიმები ამბობდნენ ამ ღამეს ვერ გაატანსო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი , რომელც Covid 19-ით გამოწვეული გართულებების გამო იოჰანესბურგის კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა უკვე საქართველოშია და ოჯახში გადის სარეაბილიტაციო პროცესს. მაისაშვილს იმედი აქვს, რომ.თავის საყვარელ საქმეს მალე დაუბრუნდება. “ბორჯღალოსნების” და პირველი ქართული პროფესიონალური ფრანჩიზას მთავარი მწვრთნელი დღეს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში საუბრობდა.

“დამიჯერეთ, ამ ყველაფერში ჩემი წვლილი ყველაზე მცირეა. მე ვისარგებლებ შესაძლებლობით და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ვინც ჩემზე ნერვიულობდა. განსაკუთრებით, რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი ოჯახი. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს.

რაგბის კავშირის ოპერატიული ქმედების შედეგად მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მოვხვდი. ცალკე აღსანიშნია, იქაური ექიმების და ქართველი ექიმის, ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობის ამბავი. მოკლედ, უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა.

ძალიან რთული პროცესი იყო. 6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღის განმავლობაში გათიშული ვიყავი, აპარატი ფილტვებს ბერავდა 100 პროცენტით და სატურაცია 80 პროცენტზე ვერ აჰყავდათ.

ბევრჯერ დადგა საკითხი და ბევრჯერ უთხრეს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, რომ ამ ღამეს ვერ გაატანსო. ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დოზით აცრილი. ორი დოზით აცრა ვერ მოვასწარი, ვადებში ვერ ჩავეტიე, რადგან მომიწია გამგზავრება. ფაქტია, რომ ვინც აცრილი იყო, მათ ეს პრობლემა არ ჰქონიათ”, – ამბობს მაისაშვილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ხდებოდა, როდესაც რონალდო პირველად მოხვდა მანჩესტერში და რამდენი წლის იყვნენ მაშინ დღევანდელი თანაგუნდელები

ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ჩემპიონია