ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ შესაძლოა ბოლო ხავსს გაუშვა ხელი. გუნდი თავიდანვე გასავარდ ზონაში აღმოჩნდა და გადარჩენის შანსი მცირე იყო, მაგრამ დღეს შესაძლოა ბოლო შანსი გაანიავა. „კრემონეზემ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი და გასავარდნ ზონაში მყოფი „ვერონა“ მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. შესაბამისად გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულა დარჩა, არადა შესაძლოა 4 ქულამდე შემცირებულიყო და 6 ტურით ადრე კრემონელებს იმედი გაუჩნდებოდათ. ახლა ბევრად რთული ამოსაქაჩი იქნება.
საქმე ისაა, რომ „კრემონეზე“ იგებდა (ოკერეკე, მე-9 წთ). მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შესულმა კვალიატამ მოკლედ დროში წითელი ბარათი მიიღო (62-ე წთ) და გუნდი 10 კაცით დატოვა. ამით სტუმრებმა ისარგებლეს და უმნიშვენლოვანესი გოლით სასიცოცხლო ქულა მოიპოვეს.
ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. ერთ-ერთმა გამოცემამ მისი თამაში 6 ქულით შეაფასა.
GIPHY App Key not set. Please check settings