in

ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდამ გუნდი ვერ გადაარჩინა

„ვალენსიამ“ ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი წააგო და კვლავ ხიფათშია. გიორგი მამარდაშვილის უღიმღამო გუნდი ერთ-ერთ კონკურენტთან დამარცხდა სტუმრად – „კადისთან“ 1:2. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ („ელჩესთან“ და „ვალიადოლიდთან“) ვალენსიელებმა ოდნავ გამოისწორეს მდგომარეობა, იმავე „კადისსაც“ უსწრებდნენ, მაგრამ მორიგი მარცხის შემდეგ მეტოქესაც მისცეს გადასწრების საშუალება და თავად, როგორც ჩანს, ბოლო წამამდე ექნებათ სანერვიულო.

მოკლედ, ახლა ვითარება ასეთია: „ვალენსიას“ 33 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა, რაც სამშვიდობოს ნიშნავს, მაგრამ მის უკან მყოფი „ხეტაფე“ და „ესპანიოლი“ დღეს საღამოს ხვდებიან ერთმანეთს ბარსელონაში. თუ „ხეტაფემ“ მოიგო, „ვალენსიას“ გადაასწრებს და „ღამურები“ აღმოჩნდებიან გასავარდნ ზონაში. თუ არადა, დარჩებიან მე-17 საფეხურზე.

სათაურში კი გვიწერია მამარდამ ვერ გადაარჩინაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაშვებული გოლები მისი ბრალია. უბრალოდ ორივე გოლი ახლო მანძილიდან გაუტანეს. ჯერ აუტიდან შორს მოწოდებულზე მეტოქემ თავით ითამაშა ზუსტად. მეორე გოლისას კი მცველმა ვერ შეუშალა ხელი, მაგრამ გოლი მეკარის საჯარიმოდან გავიდა და ჩაწოდებულზე შესაძლოა დასწრებაზე თამაშიც შეიძლებოდა. მოკლედ, დაცვაში შეცდომებს და ზოგადად „ვალენსიას“ უფერულ თამაშს ბოლო არ უჩანს.

მომდევნო თამაში „ვალენსიას“ შინ უწევს 3 მაისს „ვილიარეალთან“, რომელიც ევროზონაშია და ჩემპიონთა ლიგის კვარტეტზეც აქვს თვალი დადგმული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ჩემპიონობა გადაიდო, ხვიჩას გადამწყვეტის გატანა შეეძლო

კრემონეზეს დასანანი ფრე, ლოჩოშვილი ძირითადში იყო