in

შერმადინის 18 ქულა და მოგება გრანადაში

ესპანეთის ჩემპიონატში მოგებებს იხვეჭს გიორგი შერმადინის ტენერიფე, რომელსაც უმეტესწილად ქართველი ცენტრი ლიდერობს. ასე იყო მორიგი ტურის მატჩშიც, რომელშიც ტენერიფელებმა სტუმრად გრანადა 82:73 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 26 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.

ასევე 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჰაიმე ფერნანდესს, „გრანადას“ ბომბარდირი კი 16 ქულით მამადუ ნიანგი გახდა.

„ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 22 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ – შინ „ფუენლაბრადა“ 83:64 დაამარცხა.

რატიმ 2 წუთი ითამაშა და 1 ქულა ჩააგდო. თადმა 18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

„მურსია“ 13 ქულით მეათე ადგილზეა. პლეი ოფში 8 გუნდი გადის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრემონეზეს დასანანი ფრე, ლოჩოშვილი ძირითადში იყო

საქართველო ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს