in

კიტე დაბრუნდა, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს, სლოვანი გავიდა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტრადიციულად ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართა. ამ ტურნირებზე ბევრი წარმომადგენელი არ გვყავს, მაგრამ მაინც არიან ჩვენები.

ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, კონფერენსლიგის ჯგუფში ფარერების „კლაკსვიკს“ ესტუმრა და ამ გუნდის 9-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეაჩერა – 2:1 მოუგო.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.
„სლოვანმა“ კი ამ მოგებით პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც გრაცის „შტურმი“ პოლონურ „რაკოვთან“ 0:1 დამარცხდა.
კიტე შეცვლაზე შევიდა, 72-ე წუთზე.
„შტურმმა“ პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ „მარსელს“ ესტუმრა, 3:4 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

„ყარაბაღმა“ ნორვეგიაში „მოლდესთან“ ფრეს მიაღწია – 2:2.
სტუმართა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო.
„ყარაბაღი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ვუნდერკინდებმა ნაკრების იმდროინდელი ფორმები მოირგეს, როდესაც დაიბადნენ – მაგარია

მიზნები ან მოლოდინები მცდარი არ ყოფილა, ყველა თამაშზე მოსაგებად ვთამაშობდით: ლევან მაისაშვილის ანგარიში