საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია Crystalbet ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ქართველი მცველი ზაფხულამდე საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” ითამაშებს.
კვირკველია ხარკოვის “მეტალისტი 1925”-ის საკუთრებაა, რომელსაც გასულ ზაფხულს შეუერთდა და ამ გუნდის მაისურით წლევანდელ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. უკრაინაში შექმნილი საომარი ვითარების გამო, უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს დროებით კლუბების დატოვების საშუალება მისცა და ეს შანსი კვირკველიამაც გამოიყენა.
სოლომონ კვირკველია სხვადასხვა დროს:ყაზანის “რუბინის”, “ნეფტიხიმკის”, მოსკოვის “ლოკომოტივის” და ვოლგოგრადის “როტორის” ღირსებას იცავდა.
კვირკველიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings