in

კვარა დაბრუნდა: ასეთები ბევრი არ არიან – მწვრთნელმა ხვიჩა აქო

„ნაპოლიმ“ საუკეთესო მატჩი ითამაშა ბოლო პერიოდში და 4:1 მოუგო „უდინეზეს“. ბრწყინვალე იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მეტოქე აიკლო და ეფექტიანი და შედეგიანი თამაშით განაპირობა კიდეც გუნდის წარმატება.

როგორც იქნა: კვარაცხელიამ გაიტანა – პასიც გააკეთა, პენალტიც აიკიდა და ძველებურად მაგრად ითამაშა

მატჩის შემდეგ ქართველზე მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა:

„დიდი კვარა ვნახეთ! პასი, მოპოვებული პენალტი და გოლი, ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი. ეს ყველაფერი მომდევნო შეხვედრებისთვის ეყოფა, რათა დამშვიდდეს. უყვარს დრიბლინგებიც, უყვარს ბოლომდე ბრძოლა და, რაც სასიამოვნო იყო, არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა.

ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვურჩიე, უგოლო სერიაზე არ ეფიქრა და თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური ფეხბურთელია. ასეთები ბევრი არაა. მას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და მოვუწოდებთ, ისევ იგივე გააკეთოს.

მენტალურად ძლიერი პიროვნებაა და რთული პერიოდი დაძლია. ახლა, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა, გაცილებით მსუბუქად იგრძნობს თავს და აღარ ინერვიულებს. საერთოდ, თამაშით უნდა ისიამოვნო, ასეთი რამ ყველა მოთამაშეს ემართება. როდესაც ხვიჩა მხიარული და ბედნიერია, გუნდსაც ყველაფერი კარგად გამოსდის“.

„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე შინ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორც იქნა: კვარაცხელიამ გაიტანა – პასიც გააკეთა, პენალტიც აიკიდა და ძველებურად მაგრად ითამაშა

მეც კმაყოფილი ვარ