in

კარგია, მაგრამ საჭიროა უფრო სოლიდურად, უფრო აგრესიულად: ნეაპოლი იმედგაცრუებულია – კომენტარები

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი წააგო მადრიდის „რეალთან“ 2:3, თუმცა ქულის აღება ნამდვილად შეეძლო. მატჩის შემდეგ კომენტარები გაკეთდა და ნეაპოლელთა მწვრთნელს არც დაუმალავს იმედგაცრუება.

ნაპოლიმ რეალთან მაინც წააგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

რუდი გარსია:
„კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ასეთია ფეხბურთი – გოლები უნდა გაიტანო.
უნდა გავიზარდოთ, გარკვეულ მომენტებში უფრო სოლიდურად უნდა ვითამაშოთ, მეტი ვაკონტროლოთ ბურთი და უფრო აგრესიულად ვიმოქმედოთ“.

პოლიტანო:
„ჩვენ „რეალის“ დონეზე ვითამაშეთ, მე-2 ტაიმში ვდომინირებდით კიდეც, ამიტომაც ძალიან ვართ იმედგაცრუებულები“.

კარლო ანჩელოტი:
„მატჩი რთული და დაძაბული გამოდგა. გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ავთამაშდით და წინ გავედით. „ნაპოლის“ პენალტი კი, ჩემი აზრით, დასანიშნი არ იყო. რიკოშეტი იყო და ადამიანს ხელს ხომ ვერ მოაძრობ. სირთულეები სწორედ ამ საეჭვო პენალტის შემდეგ დაიწყო. შეტევაში წასვლა გაგვიჭირდა. ყველაფერი მოდრიჩის შესვლამ შეცვალა, რომელმაც თამაშზე კონტროლი დაგვიბრუნა.
მესამე გოლი ვალვერდეს ნაცვლად, მერეტის ავტოგოლად ჩაუთვალეს, გამეცინა, ეს აბსურდია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისურ გუნდებს უჭირთ, ინგლისელი ფეხბურთელი კი საუკეთესოა: ლიგის ამბები

ზურიკოს ლამაზმა გოლმა ბორდოს ქულა მოუტანა: ქოჩორაშვილი ძირითადში დაბრუნდა