in

ინგლისურ გუნდებს უჭირთ, ინგლისელი ფეხბურთელი კი საუკეთესოა: ლიგის ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ტური დაიწყო. მთავარი მატჩი ნეაპოლში იყო, სადაც კვარაცხელიას „ნაპოლის“ ეკუთვნოდა თუნდაც ქულა, მაგრამ ვერ მიიღო „რეალთან“ შეხვედრაში. ამავე ჯგუფში მეორე მატჩიც ანალოგიური ანგარიშით დამთავრდა. კიდევ ერთ შეხვედრაში მოიგეს სტუმრებმა 3:2 და თან ეს თურქულმა გუნდმა გააკეთა, არც მეტი არც ნაკლები, „ოლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერთან“. „წითელ ეშმაკებს“ ეტყობა „შავი ეშმაკები“ შეუჩნდნენ. წააგო კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა, „არსენალმა“ და სხვაგანაც გაუჭირდათ გრანდებს.

A ჯგუფი

მანჩესტერი – გალათასარაი 2:3
გოლები: 1:0 ჰოილუნდი (17), 1:1 ზაჰა (23), 2:1 ჰოილუნდი (67), 2:2 აქთიუროგლუ (71), 2:3 იკარდი (81)

კოპენჰაგენი – ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ლერაგერი (55), 1:1 მუსიალა (67), 1:2 ტელი (83)

„ბაიერნი“ დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 36 მატჩში, საიდანაც მოიგო 33 და ფრედ ითამაშა 3. ამასთან, მიუნხენურმა კლუბმა ზედიზედ მოიგო 15 მატჩი. ორივე სერია ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.

სეზონის პირველ 10 მატჩში „მანჩესტერმა“ 18 გოლი გაუშვა. ბოლო 57 წლის განმავლობაში ეს „იუნაიტედის“ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 14 საშინაო მატჩიდან ზუსტად ნახევარი წააგო. მანამდე გუნდს 7 საშინაო წაგება 96 მატჩში ჰქონდა.

„მანჩესტერს“ ორ ტურში 7 გოლი აქვს გაშვებული. ყველაზე მეტი იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც ორი ტური ჩაატარეს.

„ბაიერნის“ ფორვარდმა, თომას მიულერმა 101-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა იკერ კასილიასს. მათზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა – 115 მოგება.

„ბაიერნის“ ფორვარდი მატის ტელი ამ სეზონში საშუალოდ ყოველ 49 წუთში ახერხებს გოლის გატანას. ეს საუკეთესო მაჩვენებელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის.

„მანჩესტერის“ ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი (20 წლის, 241 დღის) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ორ მატჩში გაიტანა. მან ერლინგ ჰოლანდის რეკორდი გააუმჯობესა.

B ჯგუფი

ლანსი – არსენალი 2:1
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟესუსი (14), 1:1 ტომასონი (25), 2:1 ვაჰი (69)

ეინდჰოვენი – სევილია 2:2
გოლები: 0:1 გუდელი (68), 1:1 ლ. დე იონგი (86-პენ), 1:2 ენ-ნესირი (87), 2:2 ტეზე (90)

„არსენალმა“ სეზონში პირველად წააგო, სტუმრად კი პირველად დაკარგა ქულები.

„არსენალმა“ შეწყვიტა ჯგუფურ ეტაპზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.

„ლანსი“ პირველი ფრანგული გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შინ მოუგო „არსენალს“.

„ლანსი“ არასოდეს დამარცხებულა „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე – 2 მოგება, 1 ფრე.

„არსენალის“ შემტევი ბუკაიო საკა პირველია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში, რომელმაც 5 გოლი და 5 პასი გააკეთა.

„სევილიის“ მცველი სერხიო რამოსი (37 წლის, 187 დღის) ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი გააკეთა და აჯობა ფრანჩესკო ტოტის (37 წ და 355 დღე).

C ჯგუფი

ნაპოლი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტიგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54-პენ), 2:3 მერეტი (78-საკ. კარში)

უნიონი – ბრაგა 2:3
გოლები: 1:0 ბეკერი (30), 2:0 ბეკერი (37), 2:1 ნიაკატე (41), 2:2 ბრუმა (51), 2:3 ანდრე კასტრო (90)

„რეალი“ და „ნაპოლი“ მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. სტატისტიკა ესპანური კლუბისკენაა – 4 მოგება და 1 ფრე.

„რეალს“ ამ სეზონში 10 მატჩიდან 9 მოგებული აქვს.

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 ჯგუფური ეტაპის ყველა საგარეო მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც (სულ – 18). ეს მადრიდული კლუბის მეორე საუკეთესო სერია. პირველი იყო 2015 და 2017 წლების ნოემბრებს შორის.

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოუგო იტალიურ გუნდებს. ამავე დროს გასვლაზე შვიდიდან შვიდჯერ.

შეწყდა „ნაპოლის“ საშინაო 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგაზე.

ჯუდ ბელინგემს 9 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ნახევარმცველებს შორის.

ბელინგემი „რეალის“ მესამე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს კრისტიან კარამბემ (1998 წ) და კრიშტიანო რონალდომ (2009 წ).

ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაში უკვე 8 გოლი გაიტანა. მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო უფრო მეტი, ვიდრე 21 წლის გახდებოდა: ერლინგ ჰოლანდი (20), კილიან მბაპე (19), ქარიმ ბენზემა (12) და პატრიკ კლუივერტი (9).

ბელინგემი „რეალის“ 9 მატჩში 11 გოლში (8+3) მონაწილეობდა – უფრო მეტში, ვიდრე არაფორვარდებმა შეძლეს მიმდინარე სეზონში (იგულისხმება ყველა ტურნირი) ევროპის ტოპ5 ლიგის მასშტაბით.

ვინისიუსმა მე-16 გოლი გაიტანა „რეალის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე. ის გაუთანაბრდა რობერტო კარლოსს.

ტონი კროოსმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ რიგებში. ის პირველი გერმანელია, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია არგერმანულ კლუბში.

პიოტრ ზელინსკიმ „ნაპოლიში“ 50-ე გოლი გაიტანა. ამისთვის მას 338 მატჩი დასჭირდა. ჩემპიონთა ლიგაზე მას 7 გოლი აქვს, ყველაზე მეტი „ნაპოლის“ ნახევარმცველებს შორის.

D ჯგუფი

ინტერი – ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 ტურამი (62)

ზალცბურგი – სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (7), 0:2 მენდესი (27)

„ინტერმა“ ახალ სეზონში საშინაო შვიდი მატჩიდან 6 მოიგო და არც ერთში გოლი არ გაუშვია.

შეწყდა „ბენფიკას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში.

„ბენფიკას“ არასოდეს დაუმარცხებია „ინტერი“ – 2 ფრე და 4 წაგება.

მარკუს ტურამი მესამე ფრანგი ფეხბურთელია პატრიკ ვიეირასა და იური ჯორკაეფის შემდეგ, ვინც „ინტერის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

Soccer Football – Champions League – Group D – Inter Milan v Benfica – San Siro, Milan, Italy – October 3, 2023 Inter Milan’s Marcus Thuram shoots at goal REUTERS/Daniele Mascolo

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ რეალთან მაინც წააგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

კარგია, მაგრამ საჭიროა უფრო სოლიდურად, უფრო აგრესიულად: ნეაპოლი იმედგაცრუებულია – კომენტარები