in ,

ხვიჩა ოცნების ადგილზეა: რეალს კვარაცხელიას კონტრშეტევა აშინებს, ნაპოლის საქმის მოთავება მადრიდში უნდა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მატჩია. ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი მადრიდში არიან და იქ თვით „რეალს“ შეხვდებიან ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, რომელიც ქართველის ოცნებაა. ერთი ეგაა, რომ ესპანური გუნდი უკვე გასულია ჯგუფიდან, მაგრამ შედეგი იტალიელებს სჭირდებათ და მაინც კარგი ფეხბურთის მოლოდინში ვართ.

თამაში ჩვენი დროით, ღამის 12:00 საათზეა.

„რეალს“ შინ აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო. ასევე 9 თამაშია იტალიურ გუნდებთან არ აგებს. გავიხსენოთ, რომ მადრიდელებმა „ნაპოლი“ პირველ წრეში ნეაპოლში 3:2 დაამარცხეს.

„რეალს“ არ ეყლება დაშავებული ვინისიუსი, კამავინგა, ჩუამენი და ახლა უკვე მოდრიჩიც. კურტუასა და მილიტაოზე არც ვსაუბრობთ. „ნაპოლის“ ტრავმის გამო იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ვერ დაეხმარებიან,

გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

კარლო ანჩელოტი:
„თუ მოვიგებთ, პირველ ადგილს გავინაღდებთ. გვინდა კარგად ვითამაშოთ. „ნაპოლიში“ მაძარის დანიშვნა არ გამკვირვებია. ის ჩემი მეგობარი და გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

„ნაპოლისთან“ პირველ მატჩიც რთული იყო და ახლაც იმავეს ველოდები. ჩვენ ვნახეთ, „ატალანტასთან“ ბერგამოში „ნაპოლიმ“ რა კარგად ითამაშა.

კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს და ამიტომ ეს საფრთხეები თავიდან უნდა ავიცილოთ“.

ვალტერ მაძარი:
„დიდ ემოციას არ ვგრძნობ. წლებია, მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, იქნება ეს ამ დონის თამაშები თუ სხვა. გვესმის, რომ უნდა დავუპირისპირდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. ორივე გუნდის სიძნელეები ცნობილია, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

კარლო ანჩელოტისთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ადრე ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მას უსაზღვრო პატივს ვცემ, რადგან დიდი სპეციალისტი და კარგი ადამიანია.

ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო თამაში რთული იქნება და შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, მაგრამ მალე დაბრუნდება

ვინ არიან 80-იანი წლების საუკეთესო მცველები: სიაში ჩივაძეც მოხვდა