in ,

იყო თუ არა ხელი: სანამ სხვაგან ფრეებია, ლიდერი მილანია – XXV ტური

ტურის ბოლო მატჩს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ისევ მსაჯობა. “ატალანტას” მიაჩნია, რომ “იუვეს” მცველ დე ლიგტს ბურთი ხელზე მოხვდა და არათუ პენალტს, გაგდებასაც კი იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად ჩათვალა და ამით ბერგამოელები გააბრაზა, რომლებსაც “იუვენტუსის” დასამარცხებლად წამები დააკლდათ – ტურინელებმა ანგარიში 92-ე წუთზე გაათანაბრეს.
შესაბამისად, მე-4 ადგილისთვის მებრძოლი გუნდებს შორის სტატუს-ქვო შენარჩუნდა. “იუვე” 2 ქულით უსწრებს “ატალანტას”, ოღონდ ბერგამოელებს მატჩი აქვთ თადარიგში.

“ატალანტას” გენდირექტორი დე ლიგტის ხელზე: “ეს გაძევება და პენალტი იყო”.
გასპერინიმ უარი თქვა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე მსაჯობით უკმაყოფილობის გამო.
დე ლიგტი მალინოვსკიზე: “არ მეგონა, 30 მეტრიდან თუ გაიტანდა. ხელით თამაში კი არ ყოფილა, ბურთი თეძოზე მომხვდა”.

ასევე ფრედ 1:1 დასრულდა ცენტრალური მატჩი ნეაპოლში. “ნაპოლი” კი უგებდა ლიდერ “ინტერს”, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ჯეკოსგან გაუშვა და ცხრილში მისი გადასწრება ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ “ინტერს” გადაასწრო თანაქალაქელმა “მილანმა”, ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ “ინტერს” ერთი მატჩით ნაკლების აქვს ჩატარებული და პოტენციურ ლიდერად რჩება.

This image has an empty alt attribute; its file name is Lorenzo-Insigne-penalty-Samir-Handanovic-1024x702.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is 273877885_5266974176686012_82954755982040487_n-1024x683.jpg

“ინტერმა” ბოლო 4 მატჩიდან 1 მოიგო.

“ნაპოლიმ” ზედიზედ 4 მოგების მერე ფრედ ითამაშა.

ლორენცო ინსინიემ გაასწრო დიეგო მარადონას, მან 116-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ რიგებში. ამაზე მეტი მარტო მერტენსს და ჰამშიკს აქვთ.

ლუჩანო სპალეტი: „ნაპოლის“ არ უჩვენებია ყველაფერი, რაც შეუძლია. შეგვეძლო მეორე გოლის გატანა“.

ალეგრი: “ძალიან საწყენი იქნებოდა ასეთი კარგი თამაშის დროს წაგება”.

“იუვენტუსი” არ აგებს სერია ა-ში 11 თამაშია: 7 მოგება და 4 ფრე.

ბერარდი – ტოპ 5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10+10 ქულა მოაგროვა გოლი+პასის სისტემით ამ სეზონში.

აბრაჰამი – 30 წელს გადაცილებული პირველი ინგლისელია, რომელმაც სერია ა-ში ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა.

“ეს მეხუთე კლასის ჟურნალისტიკაა”: მოურინიომ “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ იტალიური პრესა გააკრტიკა.

სერია ა – XXV ტური

ლაციო – ბოლონია 3:0
ნაპოლი – ინტერი 1:1
ტორინო – ვენეცია 1:2
მილანი – სამპდორია 1:0
ემპოლი – კალიარი 1:1
ჯენოა – სალერნიტანა 1:1
ვერონა – უდინეზე 4:0
სასუოლო – რომა 2:2
ატალანტა – იუვენტუსი 1:1

ორშაბათი, 14 თებერვალი
სპეცია – ფიორენტინა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რევიასა და კაზაკოვას წყვილმა ოლიმპიადა მე-19 ადგილზე დაასრულა

გერმანული მედია: ჩაკვეტაძის თამაშით ფანები ისიამოვნებენ