in

იგივე ადგილი, იგივე სულისკვეთება, ახალი გამოწვევა… ვინ არის პიჯაკზე უფრო შავი – ამბები მოკლედ

ფიფამ მოხსნა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ბანი პრემიერლიგის უახლოეს მატჩებზე. ასე რომ, ოკეანის გაღმიდან დაბრუნებულები შეძლებენ უკვე დღევანდელ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩელსის” სურს ტიმო ვერნერი ლეროი სანეზე გაცვალოს.

“არსენალის” წყალშემდგარი მწვრთნელი მიკელ არტეტა შესაძლოა “ბრაიტონის” გრემ პოტერმა ან “ბრენტფორდის” ტომას ფრანკმა შეცვალონ.

“სიტის” მცველი ბენჟამენ მენდი, რომელიც გაუპატიურებაშია დადანაშაულებული, 24 იანვრამდე შიდა პატიმრობაში დარჩება.

“ლივერპულმა” შესაძლოა ბემფორდი იყიდოს “ლიდსიდან”.

“არსენალის” (მანამდე “ჩელსის”) მცველი დავიდ ლუისი “ფლამენგოში” მიდის.

კრიშტიანო რონალდომ “ოლდ ტრაფორდიდან” ფოტო გამოაქვეყნა: “იგივე ადგილი, იგივე სულისკვეთება, ახალი გამოწვევა. წინ ეშმაკებო” – დაწერა მან ინსტაგრამზე.

ამასობაში ფემინისტები აპირებენ რონალდოს პირველი მატჩისთვის (დღეს, “ნიუკასლთან, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე) საპროტესტო აქცია მოაწყონ. მიზეზი პორტუგალიელის დადანაშაულებაა გაუპატიურებაში.

ოლივიე ჟირუ კოვიდისგან განიკურნა.

FIFA 22-ში ბელგიისა და პორტუგალიის ქალთა ნაკრებები გამოჩნდება.

ზეპ ბლატერი 2022 წლის მუდიალზე: “მე არ ვიყავი აღფრთოვანებული ყატარისგან. რუსეთის მერე აშშ უფრო მომწონდა, რათა ორი პოლიტიკური პროტაგონისტი ერთად ყოფილიყვნენ”.

ზლატანი მესისა და რონალდოზე: “მე მათზე ნაკლები არ ვარ სათამაშო მონაცემებით, მაგრამ მე არ მომიგია ჩემპიონთა ლიგა”.

“ეს ბიჭი თავის პიჯაკზე უფრო შავია”. ესპანეთის რადიომაუწყებლობისა და სატელევიზიო კორპორაციამ (RTVE) ჟურნალისტ ლორენა გონსალესი გაკიცხა რასისტული კომენტარისთვის და მოკვლევა დაიწყო. ქალბატონმა ჟურნალისტმა ასე მადრიდის” რეალის” ახალწვეული კამავინგა დაახასიათა მისი კლუბში წარდგენისას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კორონავირუსს 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ემსხვერპლა

რა ხდებოდა, როდესაც რონალდო პირველად მოხვდა მანჩესტერში და რამდენი წლის იყვნენ მაშინ დღევანდელი თანაგუნდელები