ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზურიკო დავითაშვილმა დაუვიწყარი გოლი გაუტანა ნიდერლანდებს (1:1). ქართველი შემტევი მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა, უამრავ მეტოქეს გასცდა, ლამის კარამდე მივიდა და მეკარეს ოსტატურად გაუგორა კუთხეში.
უეფამ ევრო 2023-ზე გატანილი გოლების გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის.
ფანების მიერ ხმების მიცემამ გაარკვია, რომ ზურიკოს გოლი მეორე ადგილზე გავიდა. მართალია, ბევრი სხვა კარგი გოლი გავიდა, მაგრამ ჩვენიანის ბურთი რომ საუკეთესო გამხდარიყო, ენა არავის მოუბრუნდებოდა.
საუკეთესო გოლი კი თბილისში გავიდა. პორტუგალიელმა ჟოაო ნევეშმა „მიხეილ მესხზე“ გადამწყვეტ მატჩში გაუტანა ბელგიას.
გულშემატკივრებისთვის აზრის კითხვამდე თავად უეფამაც (ტექნიკურმა დამკვირვებლებმა) დაასახელა ტურნირის 10 საუკეთესო გოლი და დავითაშვილის გოლი მესამე ადგილზე გაიყვანა.
სხვათა შორის, ფრანგი არნო კალიმუენდოს გოლი, რომელიც უეფამ საუკეთესოდ მიიჩნია, ფანებმა სამეულშიც არ შეიყვანეს.
GIPHY App Key not set. Please check settings