in

ეს ის ვორსკლა აღარ არის, მაგრამ… დილა რთული მატჩისთვის ემზადება

დღეს ქართულ გუნდებს კონფერენს ლიგის მატჩები აქვთ. გორის „დილა“ უკრაინულ „ვორსკლას“ დაეჭიდება. თანამემამულეებთან შეხვედრა უწევს „დილას“ მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს, რომელმაც მატჩამდე თავის ვიზავიზე და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

ანდრეი დემჩენკო:

„ახლანდელ „ვორსკლას“ კარგად არ ვიცნობ, უკეთ ვიცნობ მის მწვრთნელს, ვიქტორ სკრიპნიკს. სტაჟირებაზეც ვიყავი და ძალიან მომწონდა მისი მუშაობის სტილი. „ვორსკლაში“ გადასულს სეზონის დასაწყისში გაუჭირდა. გუნდი არასტაბილურად თამაშობდა, მაგრამ მერე ვითარება გამოასწორეს და ევროტურნირის საგზურიც მოიპოვეს. „ზორიაში“ რომ მუშაობდა, მეც გვერდით ვიყავი, „მეტალურგსა“ და „მეტალისტ 1925“-ში მის მუშაობას თვალს ვადევნებდი.

„ვორსკლას“ სამ ამხანაგურ მატჩს ვუყურე და მწვრთნელის ხელწერა აშკარად იგრძნობა. ფეხბურთელებს მისი ესმით. ესმით მწვრთნელის ფილოსოფია და მოთხოვნები. თუმცა, ეს აღარ არის გასული სეზონის „ვორსკლა“. ორი ლიდერი დაკარგეს, მაგრამ ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ. მეტოქეს ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემთ და დიდი მონდომებით ვემზადებით. ვიცით, რომ იოლი მატჩები არ გველის.

რა შემიძლია ქართულ ფეხბურთზე ვთქვა? აღმავლობის გზაზეა. გუნდებში კარგი მწვრთნელები და ლეგიონერები მოდიან, ფინანსური რესურსი იზრდება. ქართული საზომით, პირველი ექვსეულის გუნდებში კარგი ხელფასებია. ადრე ჩემპიონობისთვის მხოლოდ თბილისისა და ბათუმის „დინამო“ იბრძოდნენ, ახლა პირველობის პრეტენზია 5-6 გუნდს აქვს, მათ შორის „დილაც“ არის“.

გორის „დილასა“ და პოლტავას „ვორსკლას“ შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ტიხიში შედგება, დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს გოლი მეორეა: გულშემატკივრებმა ევრო 2023-ის საუკეთესო გოლები გამოავლინეს

საქმე გვაქვს კარგ გუნდთან და გვაქვს ჩვენი გეგმა: ვორსკლას უთამაშებლობა აფიქრებს