in

შეგვიძლია ეს ბარიერი დავძლიოთ და კიდევ უფრო დიდი ისტორია დავწეროთ

დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესაძლოა ისტორია დაწეროს და ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვოს. ერთი იმის თქმა შეიძლება, რომ თუ ისრაელი დავამარცხეთ, მაშინვე ოლიმპიადის საგზურს ვერ გავინაღდებთ (სხვა თამაშების შედეგებს უნდა დაველოდოთ), თუმცა ამის ალბათობა უდიდესი იქნება.

ვინ მოიგებს ახალგაზრდულ ევროს: რა ანგარიშს ელოდებიან საქართველო-ისრაელის მატჩში – კოეფიციენტები

საქართველომ ამ ჩემპიონატზე ორჯერ დაამყარა ახალგაზრდულ ევროზე დასწრები რეკორდი და დღეს სავარაუდოდ მესამედ გააუმჯობესებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უმალ გაიყიდა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბილეთები შავ ბაზარზე ხვდება და გადამყდვილები ათმაგად ყიდიან, რამაც შესაძლოა ტრიბუნები ვერც შეავსოს.

ყველა ბილეთი გაყიდულია: საიტმა ისევ გაჭედა, გადამყიდველები უკვე საქმეში არიან

საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებებს ერთმანეთში სამჯერ უთამაშიათ, სულ ამხანაგურად. ორი მეტოქემ მოიგო (0:2, 1:2) ერთიც ჩვენ (2:1).

ვინ არის და როგორია ისრაელი: ევროპაში მსოფლიო არ უნდა გავამეორებინოთ

გიორგი გაგუა (საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი):
„დაღლილობა იგრძნობა, რადგან ჯგუფში სამი ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და უფრო მეტად უბურთოდ თამაში გვიწევდა. რთულია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
მაგრამ დასვენების დღეებს ვიყენებთ, რომ აღვიდგინოთ ძალები და თამაშიდან თამაშამდე მოვემზადოთ. მეოთხედფინალისთვის ერთი დღით მეტი გვქონდა დასასვენებლად და ესეც მნიშვნელოვანია.
ისრაელს ვიცნობთ, რადგან ადრე ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ძალისმიერ თამაშს ველოდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ“.

ზურიკო დავითაშვილი:
„ნიდერლანდებთან ძალიან ემოციური მატჩი იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა მეოთხედფინალზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. ისრაელი ძალიან კარგი ნაკრებია, ვნახეთ მათი თამაშები. ვიცით სუსტი წერტილები, პლუსებიც აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, შეგვიძლია ეს ბარიერი დავძლიოთ და კიდევ უფრო დიდი ისტორია დავწეროთ – გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ოლიმპიადის საგზური“.

მზად ვართ: ჩვენი ვალია მოლოდინი გავამართლოთ – რამაზ სვანაძე კოზირების გამოყენებას აპირებს

ახლა ჩვენი გაჩერება ძალიან რთულია: ბიჭები გამარჯვებას გეგმავენ


პლეი-ოფი ორივე გუნდისთვის პირველი შემთხვევაა, საქართველო საერთოდ პირველად მონაწილეობს დასკვნით ტურნირზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ამბიცია, ოცნება და მწვრვალი ოლიმპიადაა: ისრაელს საქართველოსი არ ეშინია

ჯუნტოლი იუვენტუსში წავიდა და… მიქაუტაძე უნდა