in ,

ზლატანის გარეშე: შვედეთის ნაკრების განაცხადი

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილი იყო, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სანაცვლოდ ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე პირველად ითამაშებს ჰენრიკ ლარსონის შვილი, ჯორდან ლარსონი.

ჩვენი ნაცნობი ზლატანი ევროზე არ იქნება


შვედების სრულის შემადგენლობა ასე გამოიყურება.


მეკარეები: რობინ ოლსენი (ევერტონი), კარლ-იოჰან იოჰანსონი (კოპენჰაგენი), კრისტოფერ ნორდფელტი (გენჩლერბირლიგი)

მცველები: მიკაელ ლუსტიგი (აიკ), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგსი), მარტინ ოლსონი (ჰაკენი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი), ფილიპ ელანდერი (რეინჯერსი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი), პონტუს იანსონი (ბრენტფორდი), მარკუს დანიელსონი (დალიანი)

ნახევარმცველები: სებასტიან ლარსონი (აიკ), ალბინ ეკდალი (სამპდორია), მარკუს ბერგი (გიოტებორგი), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი), გუსტავ სვენსონი (გუანჯოუ), კიმ სემა (უოტფორდი), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი), მატიას სვანბერგი (ბოლონია), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი)

თავდამსხმელები: ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), რობინ კვაისონი (მაინცი), დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი), ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), იენს კაიუსტე (მიდტიულანდი)


შვედეთის ნაკრები E ჯგუფში ესპანეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. გახსნით შეხვედრას შვედები 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სევილიაში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსიმ ფინალივით თამაში მოიგო, კავანიმ შორიდან მოისროლა, სიტიმ სტუმრადაც წააგო – პრემიერლიგის ამბები

ტოჩინოშინმა ისევ წააგო და მაკეკოში გაიფორმა