in ,

ჩელსიმ ფინალივით თამაში მოიგო, კავანიმ შორიდან მოისროლა, სიტიმ სტუმრადაც წააგო – პრემიერლიგის ამბები

დღეს პრემიერლიგაში 6 მატჩია და გუნდებს 37 შეხვედრა დაუგროვდებათ. გუშინ კი 4 თამაში ჩატარდა, აქედან ერთი ლამის ფინალის ტოლფასი იყო. ოთხეულისათვის ბრძოლაში ორი კონკურენტი ერთმანეთს შეხვდა. „ჩელსიმ“ შინ მიიღო „ლესტერი“, 2:1 მოუგო (რიუდიგერი, ჟორჟინიო – იჰეანაჩო) და მესამე ადგილზე გადავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დარჩენილი ერთი მატჩი (სტუმრად „ასტონ ვილასთან“) მოიგო, „არისტოკრატები“ უეჭველი მოხვდებიან ჩემპიონთა ლიგაზე.
აი მეოთხე ადგილისთვის კი ორი გუნდი იბრძვის, თან მარტივი შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ „ლესტერმა“ და „ლივერპულმა“ თანაბარი ქულები დააგროვონ. ასე შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობას, შემდეგ კი მეტ გატანილ გოლს.

ჩელსი – 67 ქულა
ლესტერი – 66
ლივერპული – 63
(მატჩით ნაკლები)

პრემიერლიგა – 35-ე ტური

ჩელსი – ლესტერი 2:1
ბრაიტონი – სიტი 3:2
მანჩესტერი – ფულჰემი 1:1
საუთჰემპტონი – ლიდსი 0:2

ოთშაბათი, 19 მაისი
ევერტონი – ვულვერჰემპტონი
ნიუკასლი – შეფილდი
ტოტენჰემი – ასტონ ვილა
კრისტალ პალასი – არსენალი
ბარნლი – ლივერპული
ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი

ტუხელი „ლესტერთან“ 2:1-ზე: „როგორც საჭიროა ისე ვითამაშეთ: აგრესიულად, ინტენსიურად, დამსახურებული გამარჯვება“.

ნგოლო კანტემ შეცვლა ითხოვა. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი 10 დღე რჩება.

ტუხელი კანტეს ტრავმაზე: „მასთან ერთად და უმისოდ – „ჩელსი“ ორი სხვადასხვა გუნდია“.

ტიმო ვერნერის ორი გოლი ოფსაიდისა და ხელით თამაშის გამო გაუქმდა.

„სიტიმ“ „ბრაიტონთან“ წააგო (2:3), არადა 2:0-ს იგებდა. „ქალაქელები“ 10 კაცით თამაშობდნენ უკვე მე-10 წუთიდან.

„სიტის“ სარეკორდო მოგებები გასვლაზე დასრულდა „ბრაიტონთან“ წაგების შემდეგ.

პეპ გვარდიოლა: „არ მინახავს რატომ გააგდეს კანსელო. მე არბიტრი არ ვარ, ასეთებზე კომენტარი რომ გავაკეთო“.

ფილ ფოდენი გვარდიოლას პირველი მოთამაშეა, რომელმაც 20 გოლი გაიტანა 21 წლამდე.

გიუნდოგანმა მუხლი იტკინა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 10 დღეშია.

„მანჩესტერმა“ 28 გოლი გაუშვა პრემიერლიგის ამ სეზონის საშინაო მატჩებში – ეს უარესი შედეგია 58 წლის განმავლობაში.

„მანჩესტერმა“ ბოლო 5 მატჩიდან 1 მოიგო.

ედინსონ კავანიმ 40 მეტრიდან გადაუგდო „ფულჰემის“ მეკარეს. ეს ფორვარდის მე-9 გოლია ბოლო 10 მატჩში.

34 წლის კავანის 10 გოლი აქვს პრემიერლიგის ამ სეზონში. მარტო ზლატანს და შერინგემს ჰქონდათ უფრო მეტი 33+ წლის ასაკში.

პოგბამ და დიალომ პალესტინის დროშა გაიტანეს „ფულჰემთან“ მატჩის შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხორვატიის ნაკრების განაცხადი

ზლატანის გარეშე: შვედეთის ნაკრების განაცხადი