in

ჩვენი ნაცნობი ზლატანი ევროზე არ იქნება

„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის დამდეგ ჩემპიონატზე არ იქნება.

ფეხბურელი პირადად დაუკავშირდა მთავარ მწვრთნელ იანე ანდერსონს და აცნობა, რომ ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიური ნაკრების ოფიციალური საიტი ამცნობს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ მარცხენა მუხლის სრულ აღდგენამდე იბრას 6 კვირა დასჭირდებოდა. ის სერია ა-ს 35-ე ტურში „იუვენტუსთან“ შეხვედრაში დაშავდა.

ზლატანი ნაკრებში წელს დაბრუნდა 4-წლიანი პაუზის შემდეგ. ეს დაბრუნება 2022 წლის მუნდიალის შესარჩევის პირველ მატჩს დაემთხვა საქართველოს ნაკრებთან (1:0). ამის შემდეგ ნაკრებში იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაული რეალის ფავორიტია: ლეგენდა მწვრთნელად ბრუნდება?

გერდი სამუდამოდ: ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი გაიმეორა – გაიტანს ერთსაც