in

ზიდანი წავა, გუნდები ახალ ტრანსფერებზე ფიქრობენ – ამბები მოკლედ

“ლივერპულს“ სურს კონტრაქტი გაუგრძელოს ვან დეიკს და ფაბინიოს. მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

„ჩელსის“ ფეხბურთელები დაახლოებით 11 მლნ ფუნტს მიიღებენ ბონუსად თუ ჩემპიონთა ლიგას და თასს მოიგებენ. „სიტიში“ ეს თანხა მეტია – 15 მლნ ლიგის მოგებისთვის.

ობლაკს სურს რომელიმე წამყვან ინგლისურ გუნდში გადავიდეს. „მანჩესტერს“ აინტერესებს ეს ვარიანტი. დე ხეა შეიძლება წავიდეს.

ლევანდოვსკი აინტერესებს „ჩელსის“, „სიტის“ და პსჟ-ს. „ბაიერნს“ მინიმუმ 60 მლნ ევრო უნდა.

გრინვუდმა „მანჩესტერის“ რიგებში მე-100 მატჩი ჩაატარა 19 წლის და 217 დღის ასაკში. ეს რეკორდია ინგლისელებისთვის და მესამე შედეგი კლუბის ისტორიაში.

მხითარიანმა მოურინიოს გამო შესაძლოა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი „რომასთან“.

„რეალის“ ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ ზიდანი სეზონის დასრულების შემდეგ წავა (Goal.com).

„ბაიერნმა“ შესაძლოა მიიწვიოს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი (La Stampa).

„ჩელსი“ ჟორჟინიოსთან კონტრაქტს გააგრძელებს.

“ჩელსი” რიუდიგერთან ახალ კონტრაქტს სეზონის ბოლოს განიხილავს.

ლაკაზეტი „არსენალის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს აპრილში.

„აინტრახტი“ მზადაა ანდრე სილვა გაუშვას „მანჩესტერში“ 40 მილიონ ევროდ.

ედენ აზარმა „ჩელსისთან” წაგების შემდეგ თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.

სპალეტი შესაძლოა “ნაპოლის” ჩაუდგეს სათავეში.

დავიდ ვილიამ კონტრაქტი გააფორმა ინდოეთის კლუბ „ოდიშასთან“. ესპანელი გლობალური საფეხბურთო ოპერაციების განყოფილებას უხელმძღვანელებს.

„რეალი“ მზადაა გაუშვას ისკო, მარსელო, ოდრიოსოლა, იოვიჩი, მარიანო და სებალიოსი და ამით ხელფასი დაზოგოს. სანაცვლოდ კი სურს შეიძინოს ალაბა (შესაძლოა უფასოდ გადავიდეს), მბაპე, ჰაალანდი, კამავინგა, პაუ ტორესი და ჟიულ კუნდე.

მოასვენეთ ნეიმარი: იტალიაში თასზე დაბალი გუნდები ვეღარ ითამაშებენ – ამბები მოკლედ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყენია VS საბურთალო: კლუბი ფეხბურთელისგან 500 000 ევროს ითხოვს

სასაცილო ვიდეო: თამაშის მერე ფეხბურთელი დაავიწყდათ – ის ქუჩაში ავტობუსს სირბილით მისდევდა