in

მადრიდში ბომბს აფეთქებენ: რეალი რონალდოს აბრუნებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ნამდვილი ბომბი აფეთქდეს. როგორც Football Insider-სთვის ცნობილი გახდა, „რეალი“ შეეცდება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დააბრუნოს.

„სამეფო კლუბში“ მიიჩნევენ, რომ „მანჩესტერში“ გერმანელი რალფ რანგნიკის მისვლა მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. მადრიდელებს ჰგონიათ, რომ 36 წლის გოლეადორი შესაძლოა უკვე იანვარში აიბარგოს, რადგან არ ჯდება გერმანელის სათამაშო სტილში, რომელიც მთელ მოედანზე მაღალ პრესინგზე აკეთებს აქცენტს.

ამასთან დაკავშირებით ფლორენტნინო პერესი შეეცდება კრიშტიანოს გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ სუპერვარსკვლავი მადრიდში 2009-დან 2018 წლამდე თამაშობდა და „რეალთან“ ერთდ 2-ჯერ ჩემპიონატი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური შეადგინა

100% იანი შედეგით: ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია