in ,

ვილი სანიოლი:მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა.

ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვედატ მურიჩიმ შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებით ზურიკო დავითაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

“რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცდილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – თქვა სანიოლმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზში 5 ძიუდოისტით:მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტატო გრიგალაშვილი გრან სლემზე იქნება

გურამ კაშია:სულ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ