in ,

გურამ კაშია:სულ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ

საქართველოს ნაკრებმა გუშინ კოსოვოს ფადიმ ვოკრის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი ნაკრები 2:1 დაამარცხა და მიმდინარე შესარჩევში პირველი, ისე კი, 9 წლის შემდეგ მუნდიალის საკვალიფიკაციოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ განვლილი მატჩი შეაფასა.

“ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო.

სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ.

საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.” – თქვა კაშიამ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი:მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს

ისევ რონალდოზე, ისევ რეკორდებზე – სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა