საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელია, კლუბის პრეზიდენტ აკუნ ილიჩალისთან ერთად კლუბის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა და პატარა აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარა.
შოთა არველაძის “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიფში 44 ქულით მე-20 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 15 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს “ვეფხვები” “კარდიფ სიტის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
შოთა არველაძე: ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შეგვიძლია წარმატების მიღწევა
GIPHY App Key not set. Please check settings