თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში საბა ლობჟანიძის “ჰათაისპორი” “ბეშიქთაშს” ესტუმრა და ფრეს მიაღწია – 1:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრა “ბეშიქთაშის” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-16 წუთზე მიში ბაჩუაიმ გახსნა. ანგარიშის გათანაბრება კი, 42-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ მოახერხა. ქართველმა შემტევმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა.
ეს საბასთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მე-8 გოლია. მის ანგარიშზე ასევე 8 საგოლე პასია.
“ჰათაისპორს” 30 ტურის შემდეგ, 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings