in ,

მამარდაშვილის მორიგი მშრალი მატჩი და ვალენსიას გამარჯვება

ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში “ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ელჩეს” ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მიმდინარე სეზონში “ღამურების” შემადგენლობაში მე-12 შეხვედრა ჩაატარა და მეშვიდედ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა. გიორგი კარგ ფორმაშია და თანდათან უფრო დამაჯერებელი ხდება, მაგრამ იღბალიც მის მხარესაა. წინა ტურში გიორგიმ უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ქართველი ვიდეორეფერიმ გადაარჩინა, იგივე მოხდა დღევანდელ მატჩშიც.

შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან მოსაწყენი, უსახური გამოდგა და დიდ სიამოვნებას ვერ მიიღებდით. პირველ 45 წუთში ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო, რომელიც ალდარატეს ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული გასროლა მასპინძელთა მეკარისთვის არანაირ ხიფათს წარმოადგენდა.

“ვალენსიამ” პირველ ტაიმში გაიტანა კიდეც. მაქსი გომესის პასის შემდეგ, უგო გილემონმა შეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გოლი პასიური თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

როგორც ვახსენეთ, პირველ 45 წუთში მეკარეებს საქმე არ ჰქონიათ, მაგრამ ერთ ეპიზოდში გიორგის მაინც მოუწია თამაშში ჩართვა, როდესაც გამოსვლაზე თავით კარგად ითამაშა.

მეორე ნახევარიც არ ყოფილა დიდად თვალსასეირო, მაგრამ პირველ ტაიმზე უფრო კარგი საყურებელი კი ნამდვილად გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე კურიოზული გოლით გაიხსნა. კარლეს სოლერის პასის შემდეგ, გონსალო გედეში საჯარიმოში მოხიკამ წააქცია და ალბათ პენალტიც გარდაუვალი იყო, მაგრამ გედეშმა წაქცევისას შეძლო ბურთზე შეხება და ის ბადიას კარის ბადეში აღმოჩნდა. ეს გედეშის მე-11 გოლია მიმდინარე სეზონში.

მეორე ნახევარში უშანსოდ არც “ელჩე” ყოფილა. ერთი გაუქმებული გოლის გარდა (VAR), ორი საგოლე მომენტი ჰქონდა ტეტე მორენტეს. პირველ ეპიზოდში მის დარტყმულს ალდერატე გადაეღობა. მეორე მომენტში კი ტეტე მორენტე საჯარიმოში შევიდა და გიორგის ახლო მანძილიდან დაურტყა, თუმცა ქართველმა მეკარემ ახლო კუთხე კარგად ჩაკეტა და შეძლო ბურთის მოგერიება.
ერთ ეპიზოდში გიორგიმ გამოსვლაზეც ბრწყინვალედ ითამაშა და სახიფათო მომენტიც განმუხტა.

ბოლო ხიფათი წამატებულ დროში იყო, როდესაც მასპინძლებმა ჯარიმა ჩააწოდეს, მამარდაშვილმა კი მოიგერია, მაგრამ თავისიანს მოარტყა და ბურთი სახიფათო ზონაში გადავარდა, თუმცა მცველმა გამოიტანა და ხიფათიც განიმუხტა.

საბოლოოდ, 1:0 “ვალენსიას” სასარგებლოდ და ხოსე ბორდალასის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გიორგიმ შეხვედრა 2 სეივით დაასრულა.

ამ გამარჯვებით “ღამურებს” სატურნირო ცხრილში 40 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეცხრეზე არიან.

“ვალენსია” მომდევნო მატჩს 3 აპრილს, შინ, “კადისის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლასიკოს აზრი და ფასი დაუბრუნდა: თეთრი რეალი შავად იქცევა – როგორ დამთავრდება რეალი-ბარსა

ვიდეო: საბა ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი ბეშიქთაშის კარში