კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში ნიქოზიის “აპოელი” სტუმრად “პაეეკს” დაუპირისპირდა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გამართულ თმაშში 3:1 დაამარცხა.
“აპოელის” ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც გატანაც მოახერხა. 21-ე წუთზე თორნიკემ 11-მეტრიანი შეასრულა ზუსტად (ვიდეოში 1:05 წთ-დან).
“აპოელს” 20 ტურის შემდეგ, 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings