in

შენი ყუთი ისეთივე ცარიელია, როგორც ტოტენჰემის: არსენალმა მეტოქეს „შეცდომით“ მწარედ დასცინა

„არსენალმა“ გაიშაყირა მცირე რაოდენობის ტროფეებზე, რაც „ტოტენჰემს“ მოუგია.

„მეთოფეების“ ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებლებმა საიტზე უჩვეულო შეტყობინება შეამჩნიეს. ყუთზე კურსორის მიტანისას ჩნდებოდა ტექსტი „თქვენი ყუთი ისეთივე ცარიელია, როგორც „ტოტენჰემის“ ტროფეების კარადა“.

მოგვიანებით „არსენალმა“ განაცხადა, რომ შეტყობინება შეცდომით გამოჩნდა.

„ეს (შეტყობინება) საიტზე შეცდომით განთავსდა, შესაბამისი შემოწმებისა და შეთანხმების გარეშე და შეძლებისდაგვარად უსწრაფესად წაიშლება“, – განაცხადა კლუბმა.

„ტოტენჰემმა“ ბოლო ჯილდო 2008 წელს მოიგო, როდესაც ლიგის თასზე გაიმარჯვა. ინგლისის თასი ბოლოს „ტოტენჰემმა“ 1991 წელს მოიგო, ხოლო ჩემპიონატი – 1961 წელს.

„არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ ლონდონური დერბი ყველაზე გამორჩეულია და ისინი ერთმანეთს განსაკუთრებით ვერ იტანენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ოქრიაშვილის გოლი და აპოელის მორიგი გამარჯვება

ჯუღელის მორიგი ტრანსფერი საქართველოდან დიდ რუსეთში