საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 4 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი იყო ჩართული.
ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.
ვილი სანიოლმა საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
9 ოქტომბრს, ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს უმასპინლებს: საქართველოსა და საბერძნეთის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
12 ოქტომბერს კი საქართელო, პრიშტინაში კოსოვოს ეთამაშება. მატჩის დასაწყისი 22:45 საათია.
ორივე შეხვედრის რეპორტაჟი პირველ არხზე იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings