in

ვიდეო: მამუკელაშვილმა NBA ორმაგი დუბლით დახურა – 23 ქულა და 11 მოხსნა

April 9, 2023, Dallas, TX: during the first quarter against the Dallas Mavericks at American Airlines Arena in Dallas, Texas Sunday, April 9, 2023. (Photo by Reginald Thomas II/San Antonio Spurs)

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. ახლა თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მისი გადასვლა მილუოკიდან სან ანტონიოში 100 პროცენტით გამართლებული ნაბიჯი იყო. ეს, მართალია, მისი პირადი სურვილი არ ყოფილა, მილუოკელებმა თავად გადაწყვიტეს მისი გაშვება, თუმცა უკეთეს ტრანსფერს და ვითარებას, რომელშიც მამუკელაშვილი სან ანტონიოში გადასვლით აღმოჩნდა, ვერც ვინატრებდით. სანდრო მოხვდა ცოცხალი ლეგენდის, ნბა-ს დიდების დარბაზში უკვე დავანებული დიადი სპეციალისტის, ვარსკვლავების აღმომჩენი და გამომძერწავი გრეგ პოპოვიჩის ხელში.

პოპოვიჩმა სანდრო შეიყვარა, მასზე ამ მოკლე დროში (თვენახევარია, სან ანტონიოში გადავიდა) არაერთი კომენტარი გააკეთა და რა თქმა უნდა, ყველა დადებით კონტექსტში და ისე მოზომილად, როგორც გრძნეულ ადამიანებს სჩვევიათ. გრეგმა მას მისცა სათამაშო დრო და ბოლო მატჩებში სასტარტო ხუთეულში ადგილიც უბოძა. ქართველმა ფორვარდმა დიდ მწვრთნელს გაუმართლა მოლოდინები და თითქმის ყველა მატჩში მსუყე სტატისტიკით დახუნძლული გამოდიოდა მოედნიდან.

პოპოვიჩს ისიც აძლევდა ბიძგს, სანდრო ხანგრძლივად ეთამაშებინა, რომ სან ანტონიომ რეგულარულის დასრულებამდე ათიოდე ტურით ადრე პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა და ამ უჭკვიანესი მწვრთნელის ერთადერთ მიზნად სან ანტონიოს ხელახალი აშენება (უკვე მერამდენედ?!), მისთვის ძველი დიდების დაბრუნება გახდა. მან ეს რამდენჯერმე უკვე მოახერხა იმ 27 წლის მანძილზე, რაც ტეხასურ კლუბს წვრთნის და ამ ხნის განმავლობაში სან ანტონიოს მსოფლიოს ჩემპიონობა (ნბა-ს ტიტულს ასე უწოდებენ) 5-ჯერ მოაგებინა. რაკი პლეი ოფში ვეღარ გადიოდნენ, მწვრთნელს მიეცა სრული კარტ-ბლანში, ახალგაზრდა, იმედისმომცემი, მომავლის გუნდისთვის გამოსადეგი ბიჭები ეთამაშებინა. პოპოვიჩის მორიგი სარეკონსტრუქციო გეგმის ერთ-ერთ ნაწილად სწორედ მამუკელაშვილი იქცა, რომელსაც ბოლო მატჩებში 20 წუთზე ნაკლები აღარ უთამაშია.

April 9, 2023, Dallas, TX: San Antonio Spurs forward Sandro Mamukelashvili dribbles the ball up the floor during the fourth quarter against the Dallas Mavericks at American Airlines Arena in Dallas, Texas Sunday, April 9, 2023. (Photo by Reginald Thomas II/San Antonio Spurs)

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც სან ანტონიომ 2022-2023 წლის სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო (შედეგიანობით რიგით მეორე) აღმოჩნდა. სხვათა შორის, სანდრომ ყველაზე მაღალი შედეგი წინა სეზონის ბოლო შეხვედრაში, სწორედ 10 აპრილს დააფიქსირა, როცა მნიშვნელობის არმქონე მატჩში მილუოკის მწვრთნელმა კლივლენდთან მატჩში ახალგაზრდა ქართველი თითქმის 43 წუთი ათამაშა და “მამუმ” 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი და კ მიითვალა.

ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 10 აპრილს სანდრომ უკვე სან ანტონიოს მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა, სან ანტონიომ კი პლეი ოფში ვერგასვლით დადარდიანებული და ულუკადონჩიჩოდ მოთამაშე დალასი სტუმრად 138:117 (სტატისტიკა) დაამარცხა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და სან ანტონიოელთაგან საუკეთესო შედეგი დააგროვა ქულებშიც, მოხსნებშიც, პასებშიც… მასზე მეტი ერთადერთმა მოთამაშემ, დალასელმა თეო პირსონმა მოიხვეჭა – 23 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი, რომელმაც სანდროზე 10 წუთით მეტი ითამაშა.

სან ანტონიომ სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დაასრულა და თავიდან აიცილა კლუბის ისტორიაში უარესი შედეგი (20-62).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძემ ბოლო მატჩში 4 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა

მამარდამ ვერ გადაარჩინა: ვალენსიამ კონკურენტთან წააგო