in

ბითაძემ ბოლო მატჩში 4 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა

სეზონი დაასრულა გოგა ბითაძემა, რომლის გუნდიც, ორლანდო მეჯიქი პლეი ოფში ვერ გავიდა. ფლორიდელებმა რეგულარულ სეზონში 34 გამარჯვება მოიპოვეს და 48-ჯერ დამარცხდნენ. დასკვნით შეხვედრაში ორლანდოელები მაიამი ჰითს ესტუმრნენ და ფლორიდული დერბი 110:123 წააგეს. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ მეჯიქი 1 ქულით იგებდა, თუმცა, გადამწყვეტი თორმეტწუთეულის სტარტზე 4:18 გაქცევა გაუშვა და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.

ორლანდოში საუკეთესოები კევონ ჰარისი (22) და კალებ ჰოუსტანი (21) იყვნენ. ბითაძემ მეჯიქის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ ნათამაშებ 15 წუთში 5.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 22 წუთი და 12 ქულა – ტენერიფემ ოვერტაიმში წააგო

ვიდეო: მამუკელაშვილმა NBA ორმაგი დუბლით დახურა – 23 ქულა და 11 მოხსნა