in

ვიდეო: მამუკელაშვილის 24 წუთი და +17 ფილადელფიასთან

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ბოლომდე ენდო და ქართველმა ფორვარდმაც გაუმართლა. ტეხასელებმა „ფილადელფიასთან“ შინ, თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. დამატებით დროში კი გამარჯვება ფილადელფიელებს დარჩათ – 133:126.

მაასპინძლების გამარჯვება ტაირის მაქსიმ განაპირობა, რომელმაც კარიერაშინსარეკორდო, 52 ქულა ჩააგდო. ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა სანანტონიოელ ვიქტორ ვემბანიამას – 33 ქულა, 18 მოხსნა.

მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 24 წუთი დაყო. სანდრომ 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე ჯამში

24 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. სანდროს პლუს-მინუს გრაფაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა +17. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდი 17 ქულით დაწნაურდა. მის ყველა თანაგუნდელს ამ გრაფაში უარყოფითი რიცხვი ეწერა.

„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს მემფისში 10 აპრილს გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს შემოდგომაზე იტალია ელოდება: ბორჯღალოსნების კიდევ ერთი ტესტი

დე ლაურენტისმა კონტე დაითანხმა?