in

საქართველოს შემოდგომაზე იტალია ელოდება: ბორჯღალოსნების კიდევ ერთი ტესტი

ქართველ მორაგბეებს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებიათ, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ისტორია ბათუმში დაწერეს, როდესაც პირველად მოუგეს ექვსი ერის გუნდს – იტალიას (28:19) და ამით აისრულეს მრავალწლიანი წადილი და დააფასეს მანამდე გაწეული შრომა.

„სკუადრა აძურა“ ისევ აპირებს ჩვენებთან შერკინებას. შემოდგომაზე, თავისთან –
საქართველო 17 ნოემბერს სტუმრად შეხვდება იტალიის ნაკრებს. შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს საქართველოსა და იტალიის მეექვსე დაპირისპირება იქნება. აქამდე ოთხი იტალიამ მოიგო, 2022 წლის ივლისში კი „ბორჯღალოსნებმა“ უკვე ნახსენები ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრებს სამ მაგარი ტესტი აქვს: 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებს ვუმასპინძლებთ, 13 ივლისს სენდაიში იაპონიას ვეთამაშებით, ხოლო 20 ივლისს სიდნეიში შევეცდებით ავსტრალიას გავუწიოთ წინააღმდეგობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსგავსი ზეიმი არსად მინახავს: სანიოლის თანაშემწე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლის შესახებ

ვიდეო: მამუკელაშვილის 24 წუთი და +17 ფილადელფიასთან