in

დე ლაურენტისმა კონტე დაითანხმა?

გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს “პარტენოპეის”, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა სურს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, თავდაპირველად კონტე “პარტენოპეის” შეთავაზებას არც განიხილავდა და ამ კლუბში გადასვლის შანსს მხოლოდ 10%-ით აფასებდა, ახლა კი ეს ციფრი 50%-ამდე გაიზარდა.

“კონტესა და დე ლაურენტისს შორის ბოლო 48 საათში კონტაქტი რამდენჯერმე შედგა, ანტონიო “ნაპოლის” ჩაბარებას ნამდვილად განიხილავს, ასევე დე ლაურენტისის სიაშია ვინჩენცო იტალიანო, თუმცა

ეს იმ შემთხვევაში, თუ კონტე “პარტენოპეის” არ გაწვრთნის.

იანვარში კონტე “ნაპოლის” ჩაბარებაზე არც ფიქრობდა და ამ კლუბში გადასვლის შანსს 100-დან 10%-ით აფასებდა, ახლა კი ეს ციფრი 50%-ამდე გაიზარდა”, – განაცხადა პედულამ Sportitalia Mercato-სთან ინტერვიუში.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის 24 წუთი და +17 ფილადელფიასთან

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია