სლოვაკეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველების ბრატისლავას “სლოვანი” “ბანსკა ბისტრიცას” უპირისპირდება და პირველი ნახევრის შემდეგ 1:0 ამარცხებს.
შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გახსნა. კანკავამ ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
GIPHY App Key not set. Please check settings