Rugbyrama-მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ ლობჟანიძე 2024 წლის იანვრიდან სამედიცინო ჯოკერის სახით TOP 14-ს კლუბ “ტულონს” შეუერთდება.
წყაროს ცნობით, 27 წლის ბორჯღალოსანი ბაპტისტ სერინს შეცვლის, რომელმაც ტრავმა მიიღო და მინიმუმ 4 თვე გაუცდება.
ვასილ ლობჟანიძე 2016 წლიდან “ბრივის” ღირსებას იცავს და ამ კლუბის მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. იგი რაგბის კლუბი „არმაზის“ აღზრდილია.
GIPHY App Key not set. Please check settings