in

ირაკლი აზაროვი H ჯგუფის სიმბოლურშია

დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. ბოლო გადამწყვეტი მატჩი პორტოში წააგო. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ მცველ ირაკლი აზაროვს, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა, რომ თავისი ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში შესულიყო.

H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში ჩვენიანი Whoscored-მა დაასახელა.

აზაროვმა ჯგუფში 4 მატჩი ითამაშა, 2 შეხვედრა გამოტოვა, საშუალოდ კი 7.0 ქულა დააგროვა და აღმოჩნდა, რომ ეს ამ პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასებაა.

აღსანიშნავია, რომ აზაროვის ანგარიშზეა საგოლე პასი „ბარსელონასთან“ შეხვედრაში.

H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში „ბარსელონას“ 4 და „პორტ0ს“ 5 ფეხბურთელია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვასილ ლობჟანიძე ჯოკერის სახით ტულონს შეუერთდება

The Best-ის სამი ნომინანტი ცნობილია: კვარაცხელია გამოვარდა