in

უმნიშვნელოვანესი ქართული მეგობრობა, რომელიც ბრივს ბევრს მატებს: ფრანგული გამოცემა ბრივის ქართველებზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France blue TOP 14-ის კლუბ “ბრივში” მოთამაშე ქართველი მორაგბეებს შესახებ სტატიას აქვეყნებს. მოგეხსენებათ, ამ კლუბში საქართველოს ნაკრების 6 მორაგბე ირჯება. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს “ბრივისა” და “ბორჯღალოსნების” მოთამაშეების ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის შესახებ და სტატიის სათაურად შემდეგი სიტყვები გამოაქვს –”უმნიშვნელოვანესი მეგობრობა ბრივისთვის”.

“14 ნოემბერს, “ბორდოს” სარაგბო სტადიონზე ქართველმა მორაგბეებმა მთელ საფრანგეთს დაანახეს თავიანთი რეალური ძალა. ლუკა ჯაფარიძის მძლავრი კონტაქტის შემდეგ, ფრანგების ჩათვლის მოედანში ლელო ვასილ ლობჟანიძემ დაამიწა და მისი სახელი სტადიონზე რევოლუციური მარშივით გაისმა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ლობჟანიძეს ლელო მიულოცა, თედო აბჟანდაძე იყო.

თედო და ვასილი დიდი ხანია საქართველოს ნაკრების წევრები არიან. ისინი კლუბშიც და ნაკრებშიც ერთად თამაშობენ და კარგად არიან ერთმანეთთან შეთამაშებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლობჟანიძე “ბრივის” ღირსებას 2016 წლიდან იცავს. აბჟანდაძე კი, რომელიც ქუთაისელია და ქუთაისის სარაგბო სკოლის აღზრდილია, ფრანგულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. მათ გარდა, 2016 წლიდაა კლუბში სოსო ბეკოშვილიც, რომლებსაც ვანო კარკაძეც დაემატათ.

როგორც ლობჟანიძე და აბჟანდაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, მათ ერთმანეთი მეტ თავდაჯერებულობას მატებთ. როგორც თედო ამბობს, სანამ ლობჟანიძე ბურთს აიღებს, ის უკვე გრძნობს თუ რას გააკეთებს.

გარდა მოთამაშეებისა, “ბრივში” ქართველი მწვრთნელიც ყავთ გოდერძი შველიძე, რომელიც “ბრივის” შერკინების მწვრთნელია. ბიჭები ამბობენ, რომ გოდერძი ამ გუნდში “პატარა ბოსია”.

საბოლოოდ, ეს ქართული ძმობა და მეგობრობა ეხმარება კლუბს, რომ ეს მორაგბეები კარგად უგებენ ერთმანეთს და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის”, – წერია ფრანგული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე დაბრუნდა, მაგრამ ცოტა ხნით: 2 ქულა 4 წუთში

შანსი ჩაკვეტაძეს: ქართველი ფლორასთან განაცხადშია