in ,

ვალენსია მამარდაშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს კლუბი მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As.com წერს “ღამურების” ხელმძღვანელებმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

“ამ სეზონში “ვალენსიასთვის” ერთ-ერთი ყველაზე კარგი ამბავი გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელი გამოჩენა იყო. ქართველი “ვალენსიაში” თბილისის “დინამოდან” იჯარის წესით გადმოვიდა და წლის ბოლოს ის 800 000 ევროდ გამოისყიდა. მამარდაშვილს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, მაგრამ კლუბიში იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ მამარდაშვილის ნაჩვენები დონიდან გამომდინარე 20 მილიონი არასაკმარისია.

კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს და “ვალენსია” აპირებს მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა”, – წერს As.com.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეთანხება შედგა: შანსი საქართველოს და Tier 2-ის ქვეყნებს

41 წელი დიდი გამარჯვებიდან