in ,

ვალენსიას მთავარი სტრატეგია მამარდაშვილის დაცვაა

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილის “ღამურების” წლევანდელი საკმაოდ უსახური სეზონის მთავარი აღმოჩენა იყო და არაერთი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა. გიორგის შესახებ ვრცელ სტატიას ესპანური Eldesmarque ავრცელებს და წერს, რომ ახლა “ვალენსიას” მთავარი საზრუნავი მამარდაშვილის დაცვაა, რადგან ამ სეზონის შემდეგ მისით არაერთი კლუბი დაინტერესდება.

“გიორგი მამარდაშვილი თავი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ეს შესანიშნავი თამაში, რომელიც გიორგიმ “ვალენსიას” ბოლო მატჩებში აჩვენა ნაკრების მწვრთნელებსაც არ გამოპარვიათ. მამარდაშვილის ლა ლიგის ამ სეზონში ერთ-ერთი კარგი ამბავი იყო, რაც “ვალენსიას” არცთუ კარგ სეზონს გადაფარავს. ქართველმა მეკარემ წლევანდელ სეზონში არაერთი სირთულე გადალახა და მაღალ დონეზე თამაშით ყველას დაუმტკიცა, რომ 21 წლის ასაკში იმსახურებს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ყოფნას.

გიორგი მამარდაშვილი გასული წლის დეკემბერში “ვალენსიამ” 800 000 ევროდ შეიძინა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ქართველის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, მაგრამ იმ დონის გათვალისწინებით, რაც მამარდაშვილმა აჩვენა ძალიან ცოტაა და “ღამურების” ხელმძღვანელობა მის დასაცავად ახალ კონტრაქტზე მუშაობს.”-წერს ესპანური გამოცემა

გიორგი მამარდაშვილმა წელს “ვალენსიას” მაისურით 21 შეხვედრა (3 თასზე) ჩაატარა და 9-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. გიორგი ორჯერ დასახელდა ლა ლიგის მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად და 35-ე ტურში საერთოდ ტურის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთარ კაკაბაძით შტუტგარტი ინტერესდება

კვარაცხელია ინსინიეს კარგი შემცვლელი ვერ იქნება -იტალიელი ჟურნალისტი