ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორედ წააგო. მადრიდის “რეალთან” საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის შემდეგ, “ღამურები” “რამონ სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” დაუპირისპირდნენ და პირველივე ტაიმში დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, კოშმარული საღამო ჰქონდა. პირველი და მესამე გოლის ეპიზოდში, ქართველს ბოლომდე ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ბორდალასის გუნდის დაცვის ხაზი საერთოდ ჩავარდა, მაგრამ მამარდაშვილის ქმედებები მაინც არადამაჯერებელი იყო.
მეორე გოლი კი, საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გიორგიმ “ბავშვური” შეცდომა დაუშვა.
მამარდაშვილის კოშმარული 20 წუთი: გიორგიმ კურიოზული გოლი გაუშვა
მამარდაშვილის გუშინდელ შეხვედრას ესპანური გამოცემა “მარკა” გამოეხმაურა.
“მამარდაშვილის საშინელი შეცდომა, რის შემდეგაც წლის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი გავიდა. მეორე გოლი “სევილიას” მამარდაშვილმა აჩუქა. ხოსე ბორდალასის ბიჭები მინდორზე თითქოს არ გასულან და საწყის 22 წუთში 0:3-ს აგებდნენ. მეორე გოლი წლის “აბსურდული გოლების” სიაში შევიდა. მე-15 წუთზე მონტიელი აწვდის და ბურთი ზურგში ლატოს ხვდება. ბურთმა მიმართულება შეიცვალა და მეკარის საჯარიმოსკენ ჩაეშვა.რადამაჯერებელი მამარდაშვილი და ცუდი დასაწყისი ყველაზე უარესად დასრულდა. ბურთი მეკარეს თავზე გადაევლო და ბადეში აღმოჩნდა”, – წერს “მარკა”.
“ვალენსიას” 6 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს. მამარდაშვილმა 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა და 2 -ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings