in ,

მამარდაშვილის კოშმარული 20 წუთი: გიორგიმ კურიოზული გოლი გაუშვა

გიორგი მამარდაშვილის ცუდი მატჩი ლა ლიგაში. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “სევილიას” ესტუმრა და საწყის 22 წუთში წააგო. როგორც ჩანს, მადრიდის “რეალთან” დაშვებულმა შეცდომამ ახალგაზრდა ქართველ მეკარეზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და მატჩში არადამაჯერებლად მოქმედებდა.

მატჩის წინ, ესპანურ მედიაში ბევრს წერდნენ, რომ ხოსე ბორდალასი მეკარეს შეცვლიდა და იასპერ სილესენს მისცემდა შანსს, მაგრამ იგი მაინც ჩვენიანს ენდო. მომდევნო მატჩებში კი ამის შანსი უკვე მცირეა.

ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. მეკარესთან პირისპირ პაპუ გომესი გავიდა, რომელმაც მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ ეპიზოდში დაცვა მთლიანად ჩავარდა და მხოლოდ მამარდაშვილის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ასეთ დროს მეკარემ ე.წ. “თავისი კუთხე” უნდა დაიცვას.

მეორე გოლი საერთოდ კურიოზული გავიდა. მამარდაშვილმა ვერ გადაწყვიტა ბურთზე გამოსულიყო თუ კარში დარჩენილიყო და მეკარის წინ დამხტარი ბურთი მას თავზე გადააფრინდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

22-ე წუთზე გიორგიმ კარის ხაზი ისევ ნაადრავად დატოვა და რაფა მირმა ბურთი თავზე გადაუგდო.

საბოლოოდ, “ვალენსიამ” 1:3 წააგო.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მამარდაშვილს პირველ ტურში დაუვიწყარი საღამო ჰქონდა და მან “ვალენსიას” 3 ქულა მოუტანა.

“სევილისთან” მატჩის საღამო კი, სასწრაფოდ აქვს დასავიწყებელი. სამივე გოლში უიღბლო იყო, მეორე გოლის მიზეზი კი მისი სერიოზული შეცდომა გახდა. პაპუ გომესის გოლის დროს ცენტრში დარჩა, მესამე გოლზე კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და რაფა მირს საშუალება მისცა, ბურთი მისთვის თავზე გადაეგდო. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ორი გოლი მისი შეცდომით არ გასულა, მაინც შეეძლო სხვა რამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ აღელვებული იყო, მე-2 ტაიმში რაფა მირის და ენ-ნესირის დარტყმები კარგად მოიგერია”, – წერს გამოცემა.

“ვალენსია” მომდევნო შეხვედრეს 25 სექტემბერს “მესტალიაზე” ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აზრთა სხვადასხვაობა ესპანურ მედიაში: მამარდაშვილი თუ სილესენი?

ყატარს სურს, რომ მთელი მსოფლიო აცრილი იყოს: ვაქცინა ყველა ფეხბურთელს