in ,

ვაკო გვილია კარიერას პოლონურ რაკოვში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია, რომელიც ბოლოს ვარშავის “ლეგიას” ღირსებას იცავდა, გუნდი შეიცვალა და კარიერას პოლონურ ჩესტოხოვის “რაკოვში გააგრძელებს.

27 წლის ნახევარმცველს “ლეგიასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურა და “რაკუვს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გვილიამ “ლეგიაში” 2 წლის განმავლობაში 70 მატჩი ჩაატარა, ამ პერიოდში კი 11 გოლსა და ამდენივე საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

ტრანსფერთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველი ვილი სანიოლს ნაკრებში არ გამოუძახებია და საინტერესოა, შეძლებს თუ არა ფორმის აღდგენას და ნაკრების მწვრთნელის ნდობის მოპოვებას ვაკო გვილია, რომელსაც “ჯვაროსნების” მაისურით 37 მატჩი აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გრიზმანმა ბარსელონა დატოვა და ატლეტიკოში დაბრუნდა:ბარსამ ლუკ დე იონგი დაიმატა

ვილი სანიოლი: მამარდაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ